Saturday, April 13, 2019

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა, გადავხედეთ პორთფოლიოს და მოეწყო თვითოეული ტრენინგის მონაწილის მიერ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. ვისაუბრე ჩემი პროექტის შესახებ"მოვიარე სიმღერით მთელი საქართველო" მის განხორციელებაზე და სამომავლო შედეგებზე. ვისაუბრეთ პრობლემაზე და დავსახეთ პრობლემის გადაჭრის გზები.  დასახელდა საინტერესო პროექტები: "ეიფლი გუშინ, დღეს ხვალ," "ჩემი სახელი მსოფლიოში", "ბაზილიკა", "დედამიწის მაგნიტური ველი",. გავიზიარეთ ერთმანეთის ნააზრევი და მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს. საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული იყო ეს ტრენინგი.მოხარული ვიქნები ასეთი ტრენინგები თუ გაგრძელდება, ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას ტექნოლოგიების სწავლების თვალსაზრისით.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო და სასიამოვნო ტრენინგისათვის.

4 comments:

  1. მომეწონა თქვენი პროექტის პრეზენტაცია, საინტერესო იყო თქვენთან ურთიერთობა!

    ReplyDelete
  2. საინტერესო პროექტია. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს თავისი კუთხეები, კუთხური სიმღერები და მათი ადათ წესები. წარმატებები სხვა პროექტების განხორციელებაში.

    ReplyDelete
  3. იმის გამო რომ მე ძალიან მიყვარს სიმღერა მომეწონა თქვენი პროექტი.ისე კი შეიძლებოდა ჩვენი ტრენინგი ერთი კარგი სიმღერით დაგვესრულებინა.

    ReplyDelete
  4. დიდი მადლობა კოლეგებო

    ReplyDelete