ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა, გადავხედეთ პორთფოლიოს და მოეწყო თვითოეული ტრენინგის მონაწილის მიერ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. ვისაუბრე ჩემი პროექტის შესახებ"მოვიარე სიმღერით მთელი საქართველო" მის განხორციელებაზე და სამომავლო შედეგებზე. ვისაუბრეთ პრობლემაზე და დავსახეთ პრობლემის გადაჭრის გზები. დასახელდა საინტერესო პროექტები: "ეიფლი გუშინ, დღეს ხვალ," "ჩემი სახელი მსოფლიოში", "ბაზილიკა", "დედამიწის მაგნიტური ველი",. გავიზიარეთ ერთმანეთის ნააზრევი და მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს. საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული იყო ეს ტრენინგი.მოხარული ვიქნები ასეთი ტრენინგები თუ გაგრძელდება, ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას ტექნოლოგიების სწავლების თვალსაზრისით.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო და სასიამოვნო ტრენინგისათვის.
Saturday, April 13, 2019
Sunday, April 7, 2019
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით. გავიმეორეთ და გადავხედეთ პორთფოლიოს ყველა აქტივობას. შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, რომელიც დაეხმარებათ მოსწავლეებს პროექტის უკეთ წარმართვაში. ბლოგზე ავტვირთე ჩემი პორთფოლიო, ვისწავლეთ გაჯეტები. დღე იყო საინტერეო და მთლიანად დატვირთული საინტერესო და ინფორმაციული მასალით. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.
Saturday, April 6, 2019
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით, გავითვალისწინეთ ყველა მოსწავლის საჭიროებები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერია, ყოველი მეცადინეობა დატვირთულია ინფორმაციული და საინტერესო აქტივობებით.
Subscribe to:
Posts (Atom)