Sunday, March 31, 2019

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი დაიწყო ნასწავლი მასალის გამეორებით, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის მსვლელობისას. შევიმუშავეთ და განვიხილეთ გეგემის პროექტის პროცედურები. ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შექმნაზე. საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტრენინგი, ველოდები მოუთმანლად მომდევნო ტრენინგს.

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინარე ცოდნის გამეორებით, ვისწავლეთ საავტორო უფლებებისა და ლიტერატურის გამოყენება.  დავათვალიერეთ ტრენინგში მონაწილე პედაგოგების ბლოგები და დავწერეთ პოზიტიური კომენტარები. ვიმუშავეთ ბლოგის ინსტრუმენტებზე. დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო.

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგი დაიწყო წინარე ცოდნის გამეორებით, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. ვიმუშავეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე, საპრეზენტაციო პროგრამაში შევქმენით პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია. დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

Saturday, March 23, 2019

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი დაიწყო წინარე ცოდნის გამეორებით. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, საგნობრივ სტანდარტზე და მიზნის განსაზღვრაზე. გავიაზრე მიმართულების  მიმცემი საკვანძო სიტყვები. ტრენინგი იყო საინტერესო, ნაყოფიერი, ყველა დღე დატვირთულია ახალი ინფორმაციით რომელსაც საინტერესოდ გვაწვდის ტრენერი.

Friday, March 22, 2019

ტრენინგის მეორე დღე


ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით. ვიმუშავეთ საშინაო დავალებაზე და მიმოვიხილეთ პროექტები. გავეცანით  ბუკლეტებს და გავიმეორეთ vord-ისინსტრტუმენტები. ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება, რომელზეც ვიმუშავე და დავამზადეთ ბუკლეტი ჩემი პროექტის შესაბამისად.
ტრენინგის მეორე დღე იყო საინტერესო და სახალისო.

Saturday, March 16, 2019

ტრენინგის პირველი დღე

ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგია, რომელიც დავიწყეთ პოზიტიურად, ერთმანეთის გაცნობით. ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსი, გაგვაცნო გზამკვლევი, შევქმენით საქაღალდე რომელსაც დავარქვით სახელი და ამ საქაღალდეში ჩავდეთ გადმოწერილი ფაილები რესურსის შესახებ. განვიხილეთ რამოდენიმე პროექტი და შევქმენით ბლოგი. დღევანდელი დღე იყო  საკმაოდ საინტერესო.